ევროკავშირი-საქართველო

აუშტრევიჩიუსი ოცნებას: 12 პრიორიტეტი იმპროვიზაციის საშუალებას არ იძლევა

კოლეგებო, ჩვენი დროის დიდ ნაწილს საქართველოს სიტუაციის განხილვაზე ვხარჯავთ. საშუალოდ, ეს იმაზე დიდია, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა, რომელიც განგვიხილავს. რატომ არის ასე? ალბათ, რაღაც არის საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც საშუალებას არ გვაძლევს, ოპტიმისტურად ვუყუროთ ამ ქვეყნის დროის მომდევნო პერიოდს. მართლაც, შეიძლება, ძალიან ცხადი იყოს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს, კერძოდ მმართველ პარტიას ვუთხრათ, მიხედონ 12 პრიორიტეტს. ეს ცხადი და მარტივია.

შეიძლება, ამაზე მარტივი იყოს? ვფიქრობ არა, რადგან ყველაფერი წარმოდგენილია, ამ პრიორიტეტების იმპროვიზაციას ვერ მოახდენ. ის კარგად გაწერილი, კარგად წარმოდგენილი და კარგად ახსნილია, მაგრამ, ვფიქრობ, მივდივართ რაღაც სისტემური გამოწვევის წინაშე, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში რჩება. 

მართლაც, საქართველოსთვის ეს იდეალური დროა უთანხმოებათა გადასაჭრელად და ნაკლოვანებების მისახედად. ვიმედოვნებ, რომ მმართველი პარტია აჩვენებს პოზიტიურ და კონსტრუქციულ მობილიზაციას, ინიციატივას, მოიწვიოს ყველა პოლიტიკური პარტია, რათა ამ დავალების ნაწილი იყვნენ. ეს საქართველოს მომავლისთვისაა, ეს არაა ჩვენი გადაწყვეტილება.

თქვა ლიტველმა ევროპარლამენტარმა, ლიბერალური მოძრაობის წევრმა, პეტრას აუშტრევიჩიუსმა ევროპარლამენტარი და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, სვენ მიკსერის საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული ანგარიშის შემდეგ.

კომენტარები