დაშბაშის კანიონი

მოქალაქე: დაშბაშის კანიონის შუშის ხიდზე არ შემიშვეს, ეტლის ბორბლები მინას აზიანებსო

ეტლით მოსარგებლე მოქალაქე, ოთო დარბაისელი Facebook-ზე წერს, რომ დაშბაშის კანიონის შუშის ხიდზე არ შეუშვეს და უთხრეს, რომ ეტლის ბორბლები მინას აზიანებს. 

"ესეც ჩვენი დაშბაშის კანიონი. უკან ფონს რომ მილამაზებს, არის 120-მილიონიანი შუშის ხიდი, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა თურმე, რომ შეიძლება მე და ჩემს ეტლს ვერ გაგვიძლოს. არა, კი მოვიმატე წონაში, მაგრამ ასე ძაანაც არა მგონი, რომ ხიდებმა ვერ გამიძლოს. თურმე რეზინის ბორბლები აზიანებს მინას, არ შემიშვეს. წესით, როცა საერთაშორი პროექტით კეთდება, ყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი. 

ეს ფოტო არის გადაღებული #KassLand ის ბარიდან, სადაც რომ შევედი გამიხარდა, ელექტრო ლიფტი დამხვდა, მაგრამ სამწუხაროდ მალევე გამიცრუვდა იმედები, არ მუშაობდა. მიმტანს რომ ვკითხე, რატომ არ მუშაობს-მეთქი, დამონტაჟების დროს გაფუჭდაო. მერე მენეჯერმა მაგით მომიმადლიერა, რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს, თან ბედნიერმა, ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო. ვერ მივხდი, ყველა ესე ხელში აყვანილი დაჰყავდათ თუ რას ნიშნავდა ეგ ვერ მიხვდი. სამწუხაროდ, შშმ პირების საჭიროებები არის გათვალისწინებული, მაგრამ გამოსადეგი არა შშმ პირისთვის. ამხელა თანხები და წვალება წყალში იყრება". - წერს ის. 

კომენტარები