ქართული ოცნება

პაპუაშვილი: დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირი შტურმი საქართველოზე

ძალიან მნიშვნელოვანი და დროული მიმართვა იყო, ვინაიდან ჩვენ რასაც ვხედავთ ეს ბოლო პერიოდი, არის ის, რომ ამ დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე. 

ის, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში იმართება სხვა ადამიანის მიერ. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის. საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას და იმის თქმა, რომ სინამდვილეში პრემიერმინისტრი კი არ იღებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში პარლამენტის თავმჯდომარე კი არ იღებს გადაწყვეტილება, სინამდვილეში პარლამენტის წევრები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ სხვაგან ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს არის შეურაცხყოფა. 

ვერავინ ვერ ასახელებს ვერცერთ ფაქტს, თუ როგორ ხდება ამ გავლენის მოხდენა ან რომელ გადაწყვეტილებაზე იყო ეს გავლენა მოხდენილი. ეს არის დეზინფორმაცია. თქვენ რა გგონიათ, ადამიანი უნდა შემოსაზღვრო და მას კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს არავისთან? არცერთი ადამიანი არ არის კუნძული, ადამიანებს, რა თქმა უნდა, აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ადამიანს აქვს სოციალური კონტაქტები. თეთრი ყოველთვის არის თეთრი, შავი ყოველთვის არის შავი. რაც არის თეთრი, ის ვერასოდეს ვერ გახდება შავი, ვინც არ არის ოლიგარქი, იმას რაც არ უნდა ვეძახოთ ოლიგარქი, ვერ გახდება ოლიგარქი.

ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს დეოლიგარქიზაციასა და ბიძინა ივანიშვილზე. 

კომენტარები