რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსული გაზის დეფიციტმა ხალხში განხეთქილება არ გამოიწვიოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
Reuters

გერმანიის საგარე საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს. ამის შესახებ ბერბოკმა ტოკიოში, იაპონელ კოლეგასთან, იოშიმასა ჰაიაშისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"თუ ჩვენ ნაკლები ენერგია გვექნება, ნაკლები მომარაგება, მაშინ ჩვენ თვალს მივადევნებთ, რომ ის სამართლიანად გადანაწილდეს". - თქვა ბერბოკმა.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მტკიცედ უარყო მოთხოვნები, ჯერჯერობით ქსელიდან არ გაეთიშათ სამი გერმანული ატომური ელექტროსადგური. მისი თქმით, რუსეთი არაპროგნოზირებადია და არამხოლოდ უკრაინასთან ომის დროს, არამედ ზოგადად, წესების დაცვაში, მათ შორის, ენერგორესურსების მიწოდებაში.

"სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ ყველა შესაძლო სცენარზე". - აღნიშნა ბერბოკმა.

კომენტარები