ქართული კინო

კარლოვი ვარის ფესტივალზე ორმა ქართველმა მსახიობმა გაიმარჯვა

GNFC

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორ ქართველ მსახიობს, თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს ჯილდოები გადაეცათ. პრესტიჟული ფესტივალის ისტორიაში მეორედ ქალის საუკეთესო როლისთვის დაწესებული ჯილდო ერთდროულად ორმა მსახიობმა მიიღო. მსახიობებს ჯილდო ბენისიო დელ ტორომ გადასცა.

თაკი მუმლაძე და მარიამ ხუნდაძე მთავარ როლებს თამაშობენ ოთარ ბლიაძის ახალ ფილმში ჩემი ოთახი. სურათი პანდემიის პერიოდში ორი ახალგაზრდა ქალის ისტორიას გვიყვება. ბლიაძის ნამუშევარი მთავარ ჯილდოზეც იყო წარდგენილი.

ჩეხეთის კურორტი კინოფესტივალს 1946 წლიდან მასპინძლობს. 2014 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმმა სიმინდის კუნძული, უმაღლესი ჯილდო ბროლის გლობუსი მოიპოვა.

კომენტარები