რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: უკრაინამ HIMARS-ის დახმარებით სულ მცირე 11 რუსული სამიზნე გაანადგურა

Tony Overman/The Olympian via AP, File

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, 10 ივლისს უკრაინელმა ჯარისკაცებმა მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემით, HIMARS-ით სულ მცირე 11 დარტყმა მიაყენეს რუს ჯარს. 

"სულ მცირე 11 ახალი სარაკეტო დარტყმა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე მაცოცხლებელი HIMARS-ის დახმარებით. სამიზნეებზე დარტყმა (საბრძოლო საწყობები, GSM) მარიუპოლში, ალჩევსკში, შახტერსკში, კიროვსკიში, ხარციზკში, ჩისტიაკოვში, ზუგრესში, პრიდოროჟნოიში, ლოვაისკში, კალინას მაღაროსა და დონეცკის ლენინის რაიონში შევძელით". - წერს Facebook-ზე არესტოვიჩი.

მანამდე, CNN-მა აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას კიდევ 4 მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას, HIMARS-ს გადასცემს.აშშ-ს სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტის ღირებულება $400 მილიონია და თანხა მთლიანად პრეზიდენტის დანაზოგებიდანაა გამოყოფილი, რაც ნიშნავს, რომ აშშ იარაღს პირდაპირ ქვეყნის მარაგებიდან გაგზავნის.

ბოლოს გაგზავნილი 4 HIMARS-ის გათვალისწინებით, უკრაინამ აშშ-სგან ჯამში 12 HIMARS მიიღო. 

კომენტარები