რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინაში მყოფმა ქართველმა მოხალისემ, რომეო ფარულავამ გაავრცელა. მისივე ცნობით, დაღუპული ლუგანსკის ოლქში ქართველი პარტიზანების რიგებში იბრძოდა.

ტაბულას მომხდარი დაუდასტურეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ცნობით, მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას 20-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

კომენტარები