უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, მადლობა ღმერთს, [მოლდოვას] რუმინეთი დაუდგა, იმასაც მისცეს და ჩვენ რუსეთთან ასე შეგვაგდეს. ჩვენთანაც ხედავთ, ლამის რევოლუცია წავიდა, უბრალოდ ხალხმა, რომ შეხედა, რომ სკამისთვის ბრძოლა იყო და ევროპას არავინ ართმევს. თვითონ ევროპამ უნდა მოინდომოს წესიერად დალაპარაკება. ჯერ ჩვენც უნდა ვისწავლოთ მათთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დავუხაროთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება, კანონი გვჭირდება? მივიღოთ კანონი, მაგრამ კანონს ვერ მიიღებ თუ ურთიერთგაგება არ გვქონდა და ერთმანეთთან წესიერი ურთიერთობა არ გვქონდა. არავისი შესახვეწი არაფერი არ გვჭირს, დღევანდლამდე მოაღწია ჩვენმა ერმა. კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროსაც რა გვიყო და მერე რას გვიშვებოდა, დღესაც რა გვიყო, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს, ყველამ რომ გაგვწიროს, ღმერთი არ გაგვწირავს.
tbl.ge/62lm
დაკოპირდა

თქვა ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას.
ამავე თემაზე
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე




