რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა: ბლინკენი ლავროვის იზოლირებასთან დაკავშირებით ზღაპრებს თხზავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დიდი შვიდეულის, G20-ის სამიტზე რუსეთისა და მისი წარმომადგენლის - საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის იზოლირების შესახებ ზღაპრებს თხზავს.

"ეს თქვენ ხართ, ბატონო ბლინკენ, ის, ვინც რამდენიმე ფორუმის გამოტოვებით იზოლაციაში ჩაიგდეთ თავი - სადაც უმრავლესობას არც კი ახსოვდით. ახლა კი წარუმატებლობის გასამართლებლად, ისტორიებს თხზავთ". - წერს ზახაროვა თავის Telegram არხზე.

მანამდე, ბლინკენმა აღნიშნა, რომ G20-ის შეხვედრაზე რუსეთი მარტო და იზოლირებული დარჩა. ზახაროვას თქმით, ცნობილია, რომ ბლინკენი "პირადად ყველას სთხოვს რუსეთის იზოლირებას", მაგრამ მას მხოლოდ "ზურგს უკან დასცინიან", რადგან, ზახაროვას თქმით, ამჟამინდელი ადმინისტრაცია "სამარცხვინო დასასრულისთვისაა განწირული". 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იძულებული გახდა G20-ის სამიტი ოფიციალურად დასრულებამდე დატოვა. ის სხდომათა დარბაზიდან სიტყვით გამოსვლის დასრულებისთანავე გავიდა, რადგან  ქვეყნების ლიდერებმა უარი თქვეს რუსეთის წარმომადგენელთან ტრადიციული ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვაზე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, არცერთი "ოჯახის წევრი" ქვეყნის მინისტრი არ აპირებს მოლაპარაკებებს მასთან, ვინც მშვიდობიან მსოფლიო წესრიგს ებრძვის.

კომენტარები