რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა დამატებით 29 რუს პირს, მათ შორის რუსეთის პატრიარქ კირილეს სანქციებს უწესებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი

კანადა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბალიში, G20-ის სამიტზე ისაუბრა.  

"რუსული პროპაგანდის მანქანამ სიცრუეზე პასუხი უნდა აგოს. კანადა დეზინფორმაციას შეებრძოლება ყველგან, სადაც მას აღმოვაჩენთ. მოგმართავთ მათ, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებთ: თქვენ ამაზე პასუხს აგებთ. კანადა უკრაინის გვერდით დგას". - თქვა მელანი ჯოლმა. 

კანადა კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ, 29 დეზინფორმაციისა და პროპაგანდის აგენტისა და 15 სუბიექტის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ პირებს რუსეთის მთავრობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ. 

სანქციების სიაში მოხვდა სუმბატოვიჩ გასპარიანი, რომელიც Russia Today-ის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელია. 

ასევე, კანადა სანქციებს რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგაც აწესებს. 

კომენტარები