პუტინი: სოციალისტურ იდეაში ცუდი არაფერია

ვლადიმირ პუტინი თურქმენეთში, 2022 წლის 29 ივნისი
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, სოციალისტურ იდეაში ცუდი არაფერია, მთავარია რითი მოხდება მისი შევსება, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. ამის შესახებ პუტინმა სახელმწიფო დუმის ფრაქციების ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"რაც შეეხება სოციალისტური იდეას, მასში ცუდი არაფერია. მთავარია რითი მოხდება მისი შევსება, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში. ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი დანამატი არსებობს და ის დაკავშირებულია რეგულირების საბაზრო ფომებთან და ეს საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. უნდა შევხედოთ". - თქვა პუტინმა.

ასეთი პასუხი პუტინმა რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, გენადი ზიუგანოვის სიტყვებს გასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს კაპიტალიზმი, რომელიც "ნაციზმსა და ბანდერელებს წარმოშობს, ჩიხშია შესული და გაცოფებულია, მისი დამარცხება კი სოციალიზმს შეუძლია". ზიუგანოვმა გამოთქვა იმედი, რომ პუტინი სოციალისტურ მიზნებს დაისახავს.

პუტინმა კი აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი ის არის თუ სად რა დოზით და რა ფორმით უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო ეკონომიკაში და როგორ უნდა არეგულირებეს ამ მონაწილეობას.

"მთავარი საკითხი ის არის, თუ სად რა დოზით და რა ფორმით უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო ეკონომიკაში და როგორ უნდა არეგულირებეს ამ მონაწილეობას. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ჩვენთვის მთავარი ხალხის ინტერესებია და ვფიქრობ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს მოვნახავთ". - აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები