რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: ოკუპირებული სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას არის მისული

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი გაიდაის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქი სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას არის მისული.

როგორც გაიდაი აღნიშნავს, ოკუპანტები მშვიდობიანი მოსახლების ქონებას იპარავენ. ქალაქს კი არ მიეწოდება წყალი და არ მუშაობს ელექტრომომარაგება.

"სევერედონეცკში სახლების 80% დაზიანებულია ან დანგრეულია. ადამიანების ნაწილი ქონების წამოსაღებად იქ დაბრუნებას ცდილობს, ხშირად მათ სახლები დაცარიელებული ხვდებათ. ქალაქის აღების შემდეგ, რუსებმა ჯერ მოსახლეობის დიდი ნაწილი გააძევეს, მათი გასაღებები აიღეს, შემდეგ კი სახლების გაძარცვა დაიწყეს". - წერს გაიდაი.

სევეროდონეცკის მერის, ალექსანდრ სტრიუკის ცნობით, რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ქალაქში 8000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი.

კომენტარები