დეტროიტში, კონცერტზე ლეგენდარულმა გიტარისტმა, კარლოს სანტანამ გონება დაკარგა. მუსიკოსი სცენიდან საკაცით გაიყვანეს და უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით მუსიკოსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
![](https://api.tabula.ge/files/inline-images/capture_3.jpg)
"მადლობა ლოცვისთვის, მე და სინდი(სანტანას ცოლი) თავს კარგად ვგრძნობთ. ჭამა და წყლის დალევა დამავიწყდა, გაუწყლოების გამო გონება დავკარგე". – წერს სანტანა.
მუსიკოსის მენეჯერმა დაადასტურა, რომ სანტან თავს კარგად გრძნობს, თუმცა 6 ივლისს პენსილვანიაში ჩანიშნული კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდება.
კარლოს სანტანა 60-70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი როკ მუსიკოსია. სანტანას ორიგინალური ჟღერადობა აქვს, რომელიც როკ ნ როლისა და ლათინოამერიკული ჯაზის ნაზავია. გიტარისტი ლეგენდარული ვუდსტოკის კონცერტის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო. მის ცნობილ კომპოზიციებს შორის არის Oye Como Va, The Game of Love, Black Magic Woman.