გიორგი ერმაკოვი

ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

kvira.ge

ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი, ლევან მახარაშვილი FACEBOOK-ზე ავრცელებს. მისი ცნობით, ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

2019 წლის 30 მაისს დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი დააკავეს.

საქმის 4 ფიგურანტი სასამართლო დარბაზიდან იმავე წლის 24 სექტემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ერმაკოვი, ვანაძე და ლომაძე კი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. 

საქმე "იაფი სახლის" პროექტს ეხებოდა. ერმაკოვს პროკურატურა 1 370 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერმაკოვს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამაისეიშვილმა 27 იანვარს გამოაცხადა. მოსამართლე მამაისეიშვილისვე გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე უდანაშაულოდ იცნო, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსს, ეგარსლან ლომაძეს, კი გულგრილობისთვის ჯარიმა და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

კომენტარები