რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება ისეთი, როგორიც NATO-ს ქვეყნის იქნებოდა

ოლაფ შოლცი მადრიდის სამიტზე, 2022 წლის 29 ივნისი.
Javier Soriano/AFP/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს განიხილავს, თუმცა, ზომები არ იქნება ისეთი, როგორიც NATO-ს წევრი სახელმწიფოსთვის იქნებოდა.

"ჩვენ ახლო მოკავშირეებთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს განვიხილავთ. ეს უწყვეტი პროცესია, თუმცა აშკარაა, რომ ის ისეთივე არ იქნება, როგორიც NATO-ს წევრი ქვეყნის შემთხვევაში იქნებოდა". - თქვა შოლცმა. 

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ მას ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასები და მზარდი ინფლაცია ძალიან აშფოთებს. კანცლერის აზრით, მთავრობამ ჯერ ბოლო პაკეთის ფინანსური გავლენები უნდა განიხილოს, სანამ ახალი პაკეტის დაწესებაზე იმსჯელებენ. 

"მომავალი წელი ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება. ყველამ, ვინც გათვლები გააკეთა, ამბობს, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ანაზღაურების 90%-ით გაზრდა მოუწევთ". - თქვა შოლცმა.

კომენტარები