რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გრიბაუსკაიტე: დასავლეთი უკრაინას შეიარაღებას დაგვიანებით და მცირე რაოდენობით აძლევს

დალია გრიბაუსკაიტე
DELFI / Domantas Pipas

ლიტვის ყოფილი პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, დასავლეთი უკრაინას შეიარაღებას დაგვიანებით და მცირე რაოდენობით აძლევს. ამის შესახებ გრიბაუსკაიტემ ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

"საერთო ჯამში, ომის მიმდინაროება დასავლეთის მერყეობასა და გაუბედაობას აჩვენებს. დასავლეთმა დროულად ვერ გადაწვყიტა, როდესაც გაბედა, მაშინ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. იარაღი უკრაინაში გვიან ჩადის და არა იმ რაოდენობით, რომ რუსეთი დამარცხდეს. ამიტომ ომის მიდინარობა დიდწილად გაუბედაობით არის განპირობებული. თუ გამართლდება ის ვარაუდი, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის რუსეთის მიერ ოკუპირებულად დარჩეს, ეს დასავლეთის არჩევანის ბრალი იქნება. უკრაინელები გმირულად იბრძვიან და შეუძლიათ რუსეთის შეჩერება ბრძოლის ველზე. თუ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ". - თქვა გრიბაუსკაიტემ.

გარდა ამისა, გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ რაც არ უნდა გაძლიერდეს NATO-ს პოზიციები აღმოსავლეთ ფლანგზე, უსაფრთხოების გარანტიების საუკეთესო ფორმირება ახლა უკრაინაში ხდება.

"უსაფრთხოების საუკეთესო უზრუნველყოფა მოხერხდება, თუ უკრაინაში რუსეთის არმია დამარცხდება. ეს ძალიან შეასუსტებდა რუსეთის იმპერიულ ამბიციებს. ეს ნამდვილად ყველაზე მყარი გარანტიაა ჩვენთვის". - თქვა გრიბაუსკეაიტემ.

კომენტარები