რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს დაზვერვა: რუსეთის არმიას ძალების აღსადგენად წლები დასჭირდება

აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს წლები დასჭირდებათ უკრაინასთან ომში მიღებული ზიანის აღსადგენად. ამის შესახებ ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰაინესმა ისაუბრა.

"მათი ქვეითი ჯარი იმდენად დეგრადირდა, რომ ჩვენი ვარაუდით, წლები დასჭირდება, რათა მათ ძალები აღიდგინონ ბევრი მიმართულებით". – თქვა ჰაინესმა.

ჰაინესის თქმით, ეს რუსეთს უბიძგებს იყოს უფრო დამოკიდებული ასიმეტრიულ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა კიბერთავდასხმები, ენერგიის გაკონტროლების მცდელობა, ან, თუნდაც ბირთვული იარაღით მანიპულირება, რათა ძალა და გავლენა გამოავლინოს.

"კონსენსუსია, რომ ომი უკრაინაში ხანგრძლივი დროით გაგრძელდება. ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ ის დარჩეს მტანჯველ წვალებად, სადაც რუსეთი დამატებით მოგებას მიიღებს, თუმცა, არა გამარჯვებას". 

კომენტარები