საქართველო-NATO

გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ საქართველოს მზარდაჭერა – NATO-ს დეკლარაცია

NATO-ს სამიტი მადრიდში
AP

NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა, მადრიდში გამართული სამიტის ბოლოს, დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ალიანსმა პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტა.

"ევროპაში უსაფრთხოების გარემოს შეცვლის შემედეგ, გადავწვიტეთ მივიღოთ ახალი ზომები ჩვენი პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან მათი ერთიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამრეთის პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას". - წერია დეკლარაციაში.

გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სამიტის მონაწილეებს ჰქონდათ შეხვედრები და აზრთა გაცვლები ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, უკრაინის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან და ასევე, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან.

ამასთან, სამიტზე მიიღეს NATO-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია, რომელში ხაზგასმულია, რომ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის და ყველა შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ.

კომენტარები