უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები

სირიამ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა

ბაშარ ალ-ასადი

სირიის არაბული რესპუბლიკი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

"სირიის არაბულმა რესპუბლიკამ გადაწყვიტა დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარება". – წერია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში. 

ჯერ კიდევ 22 თებერვალს, რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ სირია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას აპირებდა.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

სირიას აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობაც. 

სირიასა და რუსეთის ფედერაციას ახლო ურთიერთობა აქვთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2015 წელს სირიის სამოქალაქო ომში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის მხარეს ჩართვა გადაწყვიტა. რუსეთის დახმარებით ასადის რეჟიმმა დიდ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა შეძლო.

კომენტარები