ქართული ოცნება

ფოფხაძე: კობახიძე ივანიშვილს უყვებოდა სიბინძურეებს, ბიძინა გვიზიარებდა, თქვენზე მომიყვაო

ისინი [ქართული ოცნება] კარგავენ თავიანთ ამომრჩეველს, იმ ხალხს, რომელმაც შექმნა 2012 წლის 1 ოქტომბერი და მათთვის პრინციპულია, ყველა, ვინც ვიყავით 2012 წლის 1 ოქტომბრის შემოქმედები, ყველა გაგვაიგივონ ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ ამ ხალხსმ მორალური დისკომფორტი შეუქმნან - ნაცებთან მიდიხართ? ეს ხალხი ნაცებთან არ მიდის, ეს ხალხი იცავს თავისი შვილების უკეთეს ხვალინდელ დღეს.

[...] ყოფილა მისი მხრიდან [ირაკლი კობახიძე] თავდასხმები ჩვენთან მიმართებაში, მაგრამ არა პირდაპირ, დადიოდა და ბიძინა ივანიშვილს უყვებოდა რაღაც სიბინძურეებს, რაზეც მერე ბიძინა ჩვენ გვიზიარებდა, რომ მოვიდა ირაკლი [კობახიძე] და თქვენზე ცუდი რაღაცები მომიყვაო. ამის იქით მისი საქმიანობა არ მიდიოდა, ეს არის უბრალოდ ჩამშვები, ადამიანი ჩანერგილი, რომელსაც ცუდის მეტი მოტანა არ შეუძლია.

თქვა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია პირველთან.

კომენტარები