იორდანია

იორდანიის პორტში ტოქსიკური ქლორის გაჟონვას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 260-ზე მეტი დაშავდა

BBC

იორდანიაში, წითელი ზღვის პორტ აკაბაში ტოქსიკური ქლორის გაჟონვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 260-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამწის გაუმართაობის შედეგად ქიმიური ნივთიერებების შესანახი  კონტეინერი ტრანსპორტირებისას დაეცა. კადრებში ნაჩვენებია, რომ კონტეინერი ჰაერში აიწია, შემდეგ კი მოულოდნელად დაეშვა გემზე და აფეთქდა. 

მედიის ინფორმაციით, 123 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 

ქალაქ აკაბას მოსახლეობას, რომელიც პორტიდან 16 კმ-შია, ხელისუფლებამ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.  სამხრეთ სანაპიროზე, რომელიც პორტთან მხოლოდ 7 კილომეტრშია და პოპულარული ტურისტული ადგილია, ასევე ევაკუირებული იქნა სიფრთხილის მიზნით.  ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. 

ქლორის ჩასუნთქვისას, გადაყლაპვისას ან კანთან შეხებისას, ის რეაგირებს წყალთან და წარმოქმნის მჟავებს, რომლებიც აზიანებენ ორგანიზმის უჯრედებს. ქლორის მაღალი შემცველობის შესუნთქვა იწვევს ფილტვებში სითხის დაგროვებას - სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ფილტვის შეშუპება.

 

კომენტარები