იორდანია

ისლამისტ მებრძოლებთან შეტაკების დროს, იორდანიაში 4 პოლიციელი მოკლეს

AFP

იორდანიაში, ქალაქ კარაკის სამხრეთ ნაწილში ისლამისტ მებრძოლებთან შეტაკების დროს, 4 პოლიციელი მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 4 პოლიციელის მკვლელობა 2 დღის წინ ქალაქ კარაკში მდებარე ჯვაროსნების სასახლეში პოლიციასა და შეიარაღებული პირის სროლის გაგრძელებაა, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის 1 კანადელი ტურისტი იყო. ძალადობის ფაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-ის ისლამისტმა მებრძოლებმა აიღეს.

კომენტარები