ტეხასი

ტეხასში მიტოვებულ სატვირთოში, სულ მცირე, 46 ცხედარი იპოვეს

BBC

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში მიტოვებულ სატვირთოში, სულ მცირე, 46 ადამიანის გვამი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი, სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ. 16 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 4 ბავშვია. მათ გაუწყლოება და მზის დარტყმა აქვთ. 

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაიგონა, თუ როგორ ითხოვდნენ დახმარებას - ადგილზე მისულმა პოლიციელებმა იპოვეს სატვირთო ნახევრად ღია კარით, მასთან ახლოს კი ადამიანის ცხედარი.  

სატვირთოში არც კონდიცირება იყო და არც სასმელი წყალი. 27 ივნისს სან ანტონიოში ტემპერატურა 39 გრადუსს აღწევდა. პოლიციის ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანები "შეხებისასაც კი ცხელი იყვნენ". 

"ეს არაფერია, თუ არა ადამიანური ტრაგედია". - თქვა სან ანტონიოს მერმა, რონ ნირენბერგმა. მისივე სიტყვებით, დაღუპულებს ჰყავდათ ოჯახები, რომლებიც, "დიდი ალბათობით, უკეთეს ცხოვრებას ეძებდნენ".   

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დაღუპულთაგან ორი გვატემალელია. 

პოლიციამ დაკითხვაზე 3 ადამიანი გადაიყვანა. 

კომენტარები