ვითარება გზებზე

სტიქიამ რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დააზიანა, მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. 

მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ყველა საჭირო ღონისძიებებს ატარებენ, რათა გზის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს.  გზის აღდგენამდე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

კომენტარები