შსს

შსს: მცხეთა-მთიანეთიდან ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს

შსს

მცხეთა-მთიანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანისთვის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანის პროცესი დაიწყო.

მოქალაქეთა გამოყვანა დაიწყო სოფლებიდან კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგლი.

უწყების ცნობით, რეგიონში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ, დღეს დილიდან კი, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ასევე, სტიქიის შედეგად რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა, მოძრაობა შეჩერებულია. 

კომენტარები