რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი ოკუპანტები ძალებს სლავიანსკის მიმართულებით კრებენ

რუსეთის საოუკუპაციო ძალების ტანკები რუსეთისა და ე.წ. დსრ-ს დროშებით
Chingis Kondarov/Reuters

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, პავლო კირილენკოს ცნობით, რუსი ოკუპანტები ქალაქი სლავიანსკის მიმართულებით ძალებს კრებენ და თავდასხმისთვის ემზადებიან. 

"ვაკვირდებით სლავიანსკის მიმართულებით ცოცხალი ძალის, მძიმე ჯავშანტექნიკისა და არტილერიის თავმოყრას. 

მტერი იყენებს თავის ტაქტიკას და ცდილობს ჩვენი დაცვის ხაზთან მიახლოებას, რათა გარდა რაკეტებისა და თვითმფრინავებისა, რომელთაც დონეცკის ოლქში იყენებენ, გამოიყენონ არტილერია ქალაქის დასაბომბად.

რუსები ტაქტიკას არ ცვლიან, ვნახეთ, რა ხდებოდა მშობლიურ მარიუპოლსა და სევეროდონეცკში, ამიტომ, სლავიანსკთან მზად ვემზადებით ყველანაირი სცენარისთვის". – თქვა კირილენკომ.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან ოკუპანტების დასახვედრად.

კომენტარები