ქართული ოცნება

კახიშვილი: ზელენსკის მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე, ბიზნესი ჰქონდა – რა იყო, ოლიგარქია?

ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილი ეზიზღება 2011 წლიდან, როდესაც ის გამოჩნდა პოლიტიკურ სივრცეში და ხელისუფლებიდან ჩამოაცილა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მას შემდეგ წვიმა მოდის – ბიძინას ბრალია, მზე კარგად არ აცხუნებს – ბიძინას ბრალია, თოვლი წამოვიდა – ბიძინას ბრალია, მილი გაიჭედა – ბიძინას ბრალია და, რა თქმა უნდა, დღეს თემა მიეცათ.

სხვათა შორის, სამი ქვეყნის მიმართ არის დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა. თუ ჩვენ დავითვლით რეალური ოლიგარქების რაოდენობას ამ სამ ქვეყანაში, მინდა გითხრათ, რომ საქართველო ბოლო ადგილზე იქნება, ეს ერთი. მეორე – რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, იმიტომ, რომ ფული აქვს და ხელისუფლებაში მოვიდა? გავლენა აქვს იმიტომ, რომ იყო პრემიერმინისტრი და პარტიის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენა. ეგრე ბატონ ზელენსკის მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ბიზნესი ჰქონდა და ახლა პრეზიდენტია. პოროშენკო მილიარდერი იყო სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა და იცით რამხელა საწარმოებს ფლობდა, რა იყო, ოლიგარქია? არც ერთი არ არის ოლიგარქი, არც მეორე არ არის ოლიგარქი და არც ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქი. მათ აქვთ დეკლარირებული შემოსავლები და დეკლარირებული ფულით მოვიდნენ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, კახა კახიშვილმა იმედის ეთერში. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები