ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი

ივანიშვილის როლს ვინმე თუ არასათანადოდ აფასებს, ამას სჭირდება დასაბუთებული არგუმენტირებული ფაქტები და არა პოლიტიკური შეფასებები [...] ბატონი ბიძინა ივანიშვილია ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, იყო პრემიერი, მისი პიროვნული ავტორიტეტი და გნებავთ მისი როლი, რომელიც შეასრულა პოლიტიკაში, არის უზარმაზარი, ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქი არის პირი, რომელიც მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით. მას აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში და პოლიტიკა, პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არავითარი შემოსავალი საქართველოდან არ მიუღია - პირიქით. კაცმა თუ რამე იშოვა ჩამოიტანა და დახარჯა საქართველოში. ანუ ისაა მეცენატი, ქველმოქმედი და შემდეგაა პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები