რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: ევროპამ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის შესამცირებლად ძალისხმევა უნდა გაზარდოს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი
Sean Gallup/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ევროპამ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩადოს.

"ჩვენ, ყველა ერთად ძალიან, ძალიან კარგად მოვემზადეთ რთლი გამოწვევისთვის, რომელიც რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტს უკავშირდება. ეს არის ძალისხმევა, რომელიც უნდა დავაჩქაროთ - რა თქმა უნდა ეს დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ". - თქვა შოლცმა. 

შოლცის თქმით, ბლოკმა რუსულ ქვანახშირსა და ნავთობზე სანქციები ადრეულ ეტაპზე დააწესა, ასევე შეძლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა ევროპულმა ქვეყნებმა რუსული რესურსების ჩანაცვლება სხვა ქვეყნებიდან იმპორტით შეძლონ.

კომენტარები