ევროკავშირი-საქართველო

ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე: უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს წამახალისებელი საჩუქარი

მინდა მივულოცო უკრაინას და მოლდოვას. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსიც, როგორც წამახალისებელი, ვიტყოდი მე, საჩუქარი. მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას, მინდა ვუსურვო უკრაინასა და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა, მოგეხსენებათ, არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ არ გვშურს ნამდვილად მათი წახალისების, პირიქით, მინდა, რომ კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო წარმატება. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად მშვიდად და სტაბილურად გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა. 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 23 ივნისს ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა. 

კომენტარები