რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე ვიზების გაცემაზე შეზღუდვას ახანგრძლივებს

ჩეხეთი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე ვიზებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეზღუდვას 2023 წლის მარტამდე ახანგრძლივებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

"ეს ნაბიჯი გადაიდგა ჩეხეთის საგარეო პოლიტიკური ინტერესების დასაცავად უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ ინტერვენციაა, რომელსაც ბელარუსის რესპუბლიკა მხარს უჭერს". - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჩეხეთში ბინადრობის ნებართვის მისაღებად რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მიერ საელჩოში წარდგენილი განცხადებები "მიუღებლად ჩაითვლება" და მასზე სამართალწარმოება არ დაიწყება.

ამავდროულად, აკრძალვა არ ვრცელდება ხანმოკლე ვიზებზე, თუ აპლიკანტი ჩეხეთის მოქალაქის ოჯახის წევრია. ასევე, არ ვრცელდება ჩეხეთში მცხოვრები უცხოელების ბავშვების გრძელვადიანი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მსურველებზე. რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები, რომლებსაც ჩეხეთში ბინადრობის ნებართვა უკვე აქვთ, მის გახანგრძლივებას მოახერხებენ.

კომენტარები