რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუდანოვი: კუნძულ ზმეინზე სამხედრო ოპერაცია მის სრულ გათავისუფლებამდე გაგრძელდება

კუნძული ზმეინი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ცნობით, უკრაინელი სამხედროები შავ ზღვაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინზე დარტყმეს აგრძელებენ.

მისი თქმით, ოკუპანტები კუნძულზე საზენიტო მოწყობილობებით და სარაკეტო არტილერიით შეიარაღებულ დანაყოფს ათავსებენ.

"[კუნძულზე] არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარების სამი დანაყოფი. ამის გარდა, იქ არის რუსეთის ფედერაციის სანაოსნო ჯგუფი და სპეცდანიშნულების რაზმი. ეს ოპერაცია გრძელდება. ხანძრის შედეგად დაზიანებულია ობიექტები და ოპერაცია გაგრძელდება კუნძულ ზმეინის სრულ გათავისუფლებამდე". - თქვა ბუდანოვმა.

ამასთან, ბუდანოვმა არ უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება უკრაინელი სამხედროებისთვის გათავისუფლების შემდეგ კუნძულზე დარჩენა. მისი თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

კომენტარები