რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლაფ შოლცი G7-ის შეხვედრაზე უკრაინისთვის მარშალის გეგმას განიხილავს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ მას დიდ შვიდეულთან შეხვედრაზე უკრაინისთვის მარშალის გეგმის შემუშავების განხილვა სურს. დიდი შვიდეულის შეხვედრა მომავალ კვირას, ბავარიაში გაიმართება. 

კანცლერმა გასულ კვირას, კიევის გარეუბანში, ირპინში ვიზიტზე ისაუბრა და თქვა, რომ იქ ჩადენილი დანაშაულები, მას და ევროპის სხვა ლიდერებს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განადგურებული გერმანიის ქალაქების სურათს ახსენებთ.

შოლცმა გერმანიის პარლამენტისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ "უკრაინის აღდგენა თაობების ამოცანა იქნება". 

"წლების მანძილზე, უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად მილიარდობით დოლარი იქნება საჭირო და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტიანი, თუ ევროპული ქვეყნები, სხვა ძირითადი დონორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთად იმუშავებენ". - თქვა შოლცმა.

მომავალ კვირაში დაგეგმილ დიდი შვიდეულის შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურად შეუერთდება. 

კომენტარები