ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი - ჩვენ, სადაც იყო საჭირო მკაფიო პოზიციების დაფიქსირება რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ყველგან დავაფიქსირეთ, მათ შორის, ოფიციალურ დოკუმენტებს შევუერთდით. ძალიან ხმამაღლა გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია რუსეთის აგრესიის დაგმობა უკრაინასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დღესავით ნათელი და აქ სპეკულაციებისთვის რეალურად არავითარი სივრცე არ არსებობს. თუ ვინმეს უნდა, რომ ჩვენ გავიმეოროთ ის რისტორიკა, რომელიც ჰქონდა, მაგალითად, სააკაშვილს 2008 წლის ომამდე და რომლის მიზანი იყო პირდაპირ 20%-ის ჩაბარება რუსეთის ფედერაციისთვის, ამას ვერავის ვერ მივართმევთ.
საქართველო-NATO
კობახიძე: სადაც საჭირო იყო, ყველგან დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ
tbl.ge/61ub
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. "კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში. 2012 წლიდან არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია, მხოლოდ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები არსებობს" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ კითხვას, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინს.
საქართველო-NATOქართული ოცნებაირაკლი კობახიძეირაკლი ღარიბაშვილიკატარის ეკონომიკური ფორუმისაქართველო-რუსეთი
ამავე თემაზე
- იენს სტოლტენბერგის ანგარიში: საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია
- თალაკვაძე: ჩვენ დროს საქართველომ NATO-ში გაწევრიანებისთვის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა
- ზარქუა: დღეს საქართველო მზად არის NATO-ს წევრობისთვის, NATO არ არის მზად
- NATO-მ საქართველო ოპერაცია ზღვის მცველში ოპერაციულ პარტნიორად აღიარა – შსს
- გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ საქართველოს მზარდაჭერა – NATO-ს დეკლარაცია