გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობაო და და ახლა დედის გინებას ხომ არ დაიწყებს? თქვენ გნებავდათ უფრო მკაფიო შეფასება, ვიდრე გაწყვეტილი ურთიერთობები? ოკუპანტი ქვეყნის მიმართ ასეთი პოზიციის დაფიქსირებაზე უფრო მკაფიო პასუხი არ არსებობს. ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და, ბოლო ბოლო, უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ რა გვინდა, ეს ქვეყანა არის შავი ხვრელი რუსეთის სასარგებლოდ თუ ევროპული სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და, ჩემი საქმე ეს არ არის, მაგრამ ასეთი კითხვები აღარ უნდა დავსვათ.
საქართველო-NATO
მდინარაძე პრემიერზე: პუტინთან გავწყვიტეთ ურთიერთობაო და ახლა დედის გინებას ხომ არ დაიწყებდა?
tbl.ge/61u7
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. "კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში. 2012 წლიდან არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია, მხოლოდ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები არსებობს" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ კითხვას, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინს.
საქართველო-NATOქართული ოცნებაირაკლი ღარიბაშვილიმამუკა მდინარაძეკატარის ეკონომიკური ფორუმისაქართველო-რუსეთი
ამავე თემაზე
- NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა
- NATO-ს მაღალჩინოსანი: აღარ სჯერათ, რომ საქართველოს NATO-სკენ მისწრაფება გულწრფელია
- NATO-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს – პაპუაშვილი
- ჯაფარიძე: პოლიტიკური გზავნილია, რომ ნატოში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია
- ნაცვლიშვილი: კრემლის მსახურმა ხელისუფლებამ შეაჩერა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესი




