საქართველო-ევროკავშირი

პრემიერი: როგორც კი დამტკიცდება რეკომენდაციები, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან

მეორე, რაც ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს, არის შემდეგი: საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება.

ახლა, როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან. ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომლებსაც, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე ვერ მიიღებს და ქვეყანას პირობების შესრულება მოუწევს.

კომენტარები