რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: სევეროდონეცკისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება, ერთი შეტევა მოვიგერიეთ

სევეროდონეცკი, 17 ივნისი
REUTERS/Oleksandr Ratushniak

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სევეროდონეცკის მიმართულებით მძიმე ვითარებაა. ოკუპანტები ტერიტორიას ინტენსიურად ბომბავენ. 

მათივე ინფორმაციით, სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დასამყარებლად ბრძოლები გრძელდება. 

" ქალაქის მიმართულებით დამპყრობლები ლისიჩანსკის, ბოროვსკოეს, ბელაია გორასა და უსტინოვკას დასახლებებს ბომბავენ.  ბელაია გორასთან, მირნაია დოლინასთან - საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ.  ვერხნეკამენკას რაიონში სარაკეტო შეტევა მიმდინარეობს.  ჩვენმა ნაწილებმა ტოშკოვკას დასახლების მიდამოში თავდასხმა მოიგერიეს. მტერმა უკან დაიხია და მიმდინარეობს გადაჯგუფება" - აღნიშნა გენერალურმა შტაბმა.

ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში მტერი შუა ქალაქში ატარებს საჰაერო დაზვერვას უპილოტო თვითმფრინავებით. 

სევეროდონეცკში ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ოკუპანტები საცხოვრებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად ანადგურებენ საკომუნიკაციო ქსელებსაც.

კომენტარები