რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი სევეროდონეცკში დიდი რაოდენობით რეზერვისტ ჯარისკაცებს აგზავნის – გაიდაი

სევეროდონეცკი, 17 ივნისი
REUTERS/Oleksandr Ratushniak

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსეთი სხვა საბრძოლო ზონებიდან სევეროდონეცკში დიდი რაოდენობით რეზერვისტ ჯარისკაცებს აგზავნის, რათა ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილზე სრული კონტროლი მოიპოვოს.

"დღეს, ხვალ ან ზეგ ისინი გადაისვრიან ყველა რეზერვისტს, რაც გააჩნიათ... იმიტომ, რომ აქ უკვე მათი დიდი რაოდენობა". – თქვა გაიდაიმ.

მისივე თქმით, რუსული სამხედრო ძალები უკვე აკონტროლებენ სევერედონეცკის უმეტეს ნაწილს, თუმცა არა მთელ ქალაქს.

სევეროდონეცკში ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ოკუპანტები საცხოვრებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად ანადგურებენ საკომუნიკაციო ქსელებსაც.

კომენტარები