უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია მებრძოლის დაღუპვის შესახებ და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები
რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას 14 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.