რივერდეილის მსახიობი, რომელმაც დედა მოკლა, ჯასტინ ტრუდოს მკვლელობას გეგმავდა

E! Online

24 წლის კანადელი მსახიობი, რივერდეილის ვარსკვლავი რაიან გრენტჰემი დედის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. მსახიობმა ასევე აღიარა, რომ კანადის პრემიერ მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მკვლელობს გეგმავდა.

მკვლელობა გრენტჰემის სახლში მოხდა, დედამისი პიანინოზე უკრავდა, როდესაც მსახიობმა პისტოლეტი კეფაში ესროლა. მოგვიანებით გრენტჰემმა აღიარა, რომ არ უნდოდა დედამისი ჯასტინ ტრუდოს მკვლელობის მოწმე ყოფილიყო.

მკვლელობა 2020 წელს მოხდა, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. გამოძიების თქმით მკვლელობის შემდეგ გრენტჰემმა გარდაცვლილს ზეწარი გადააფარა, ხოლო გვამთან სანთლები და კრიალოსანი დატოვა.

დედის მკვლელობის შემდეგ გრენტჰემი კოლეჯში გაემგზავრა. მსახიობი სასწავლო დაწესებულებაში სროლას აპირებდა, თუმცა გზაში გადაიფიქრა და პოლიციას ჩაბარდა.

გრენტჰემს ჩადენილი დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება, თუმცა აღიარებისთვის მას შესაძლოა სასჯელი შეუმსუბუქონ და 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ.

მსახიობი რივერდეილში ჯეფრის როლს ასრულებდა. გრენტჰემს ნათამაშები აქვს ასევე ფილმებში The Imaginarium of Doctor Parnassus, Diary of a Wimpy Kid, Liz.

კომენტარები