რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძულზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა.
როგორც ევროპელმა ლიდერებმა მოგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა მოლდოვაზე ორი წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველომ უკრაინაზე ოთხი და მოლდოვაზე ორი წლით გვიან დაიწყო მოლაპარებები ვიზალიბერალიზაციაზე. უკრაინაზე სამი და მოლდოვაზე ორი წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, და მოლდოვაზე სამი წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.





