რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NBC: ბაიდენმა აშშ-ს მდივნებს რუსეთის დასუსტებაზე რიტორიკის შერბილება სთხოვა

ენტონი ბლინკენი და ჯო ბაიდენი

NBC News-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ორმა მაღალჩინოსანმა, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვეს, რომ მათი ადმინისტრაციას სურდა უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დასუსტებას იმედოვნებდა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მათ რიტორიკის შერბილება მოსთხოვა.

ამ წლის აპრილში ლოიდ ოსტინმა საჯაროდ თქვა, რომ მათ ადმინისტაციას სურდა უკრაინის გამარჯვება, არა უბრალოდ მათ მიერ თავდაცვა და აღნიშნა, რომ აშშ ისურვებდა რუსეთი ისე დასუსტებულიყო, რომ მსგავსი თავდასხმა ვეღარ დაეწყო. ამ სიტყვებს ენტონი ბლინკენმა საჯაროდ დაუჭირა მხარი. NBC-ის ინფორმაციით, ბაიდენს, ამ სიტყვების შედეგად წარმოქმნილი სიახლეების სათაურების გამო, საკითხის განხილვა სურდა.

NBC-ის ანონიმური მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ბაიდენი ფიქრობდა, რომ მდივნებს გადაჭარბება მოუვიდათ. მედიის ცნობით, მდივნებთან გამართულ სატელეფონო საუბარში პრეზიდენტი ბაიდენი გამოთქვამდა წუხილს, რომ ეს კომენტარები შექმნიდა არარეალურ მოლოდინებს და გაზრიდა აშშ-ს რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირების საფრთხეს. ანონიმური ოფიციალური პირების თქმით, მან მდივნებს უთხრა, რომ საუბარი შეერბილებინათ. 

"ბაიდენს არ გაუხარდა, როდესაც ბლინკენმა და ოსტინმა უკრაინაში გამარჯვებაზე ისაუბრეს. მას რიტორიკა არ მოეწონა". – ამბობს NBC-სთან ერთ-ერთი ანონიმური წყარო. 

მედიასთან კიდევ ერთი ანონიმური  წყაროს თქმით, მდივნებმა განმარტეს, რომ ოსტინის სიტყვები არასწორად ინტერპრეტირებული იყო. 

NBC-სთან ანონიმურმა წყაროებმა თქვეს, რომ ბაიდენის წუხილი ეხმაურებოდა მისი ადმინისტრაციის მოსაზრებას, რომ ომის ადრეულ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი წარტამტება სიტუაციას იმ გზით წაიყვანდა, რომელიც ახლაა, 2 თვის შემდეგ. 

NBC-ის ცნობით, აშშ-ს ზოგიერთი მაღალჩინოსანი უფრო და უფრო შეშფოთებულია უკრაინაში ომის განვითარების ტრაექტორიით და ჩუმად განიხილავენ, უნდა შეამსუბუქოს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მტკიცე საჯარო პოზიცია, რომ უკრაინა რუსეთთან შეთანხმებისთვის არანაირ ტერიტორიას არ დათმობს. ამ ინფორმაციას მედიას 7 ანონიმური პირი, მათ შორის აშშ-ს ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნები და ევროპელი ოფიციალური პირები აწვდიან.

NBC-ს ანონიმური წყაროს თქმით, ზოგიერთ ოფიციალურ პირს სურს, რომ ომში საკუთარ წითელ ხაზებთან დაკავშირებით ზელენსკიმ "ოდნავ უკან უნდა დაიხიოს".

"მათზე დათმობისთვის ზეწოლას, როგორც ამას ზოგიერთი ევროპელი აკეთებს, არ ვახდენთ. ჩვენ ვემზადებით ხანგრძლივი ომისთვის. ვაპირებთ ამისთვის ამერიკელი ხალხის მომზადებას და მზად ვართ კონგრესს ფული ვთხოვოთ". – აღნიშნა NBC-სთან ერთ-ერთმა ამერიკელმა ანონიმურმა წყარომ.

კომენტარები