ევროკავშირი-საქართველო

რუმინეთის პრეზიდენტი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს

კლაუს იოჰანისი და ვოლოდიმირ ზელენსკი

რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციას. ამის შესახებ მან კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ისაუბრა, შემდეგ კი საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

"უკრაინის, მოლდოვის რესპუვლიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციის უზრუნველყოფა მომდევნო კვირის ევროპულ კომისიაზე არის მთავარი ჩვენი ღირებულებების გარშემო ძლიერი და ხანგრძლივი ფარის აშენებაში. ჩვენს შესაძლებლობებს ეხება, ჩვენს სამეზობლოში უსაფრთხოება და სტაბილურობა ავაშენოთ. ყოყმანის დრო არაა". – დაწერა რუმინეთის პრეზიდენტმა. 

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ელიან თუ რა გადაწყდება მათთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი 23-24 ივნისს გახდება.

კომენტარები