რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტები ხერსონში 24 თებერვლის შემდეგ დაბადებულებს რუსეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ

რუსი ოკუპანტი ხერსონთან

უკრაინის ოკუპირებულ ოლქ ხერსონში რუსი ოკუპანტების მიერ დანიშნული მარიონეტული ადმინისტრაცია 24 თებერვლის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს რუსეთის მოქალაქეობას ავტომატურად მიანიჭებს.

ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ხერსონის მარიონეტული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ისაუბრა. რუსეთის მოქალაქეობა ავტომატურად მიენიჭებათ ობოლ ბავშვებსაც.

აქამდე, გასულ კვირებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ზაპოროჟიესა და ხერსონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას.

ამას გარდა, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში უკრაინული საკომუნიკაციო საშუალებები რუსულით ჩაანაცვლეს, მათ შორის, შეცვალეს სატელეფონო კოდი.

კომენტარები