გუშინ შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს. ის ასევე მონაწილეობდა გუშინდელი საღამოს შეხვედრაზე. პარტნიორებმა და პირადად მე ხაზი გავუსვით იმ მოკავშირეების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საჭიროებას, რომლებიც რუსეთის ჩარევის წინაშე დაუცველები არიან. რა თქმა უნდა, საქართველო მათ შორისაა, რადგან საქართველომ მოსკოვის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის შედეგები 2008 წელს უკვე განიცადა. შესაბამისად, ჩვენ ახლა ვმუშაობთ, თუ როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა იყო. მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ნატოს სამიტზეა დამოკიდებული. თუმცა, მე ველოდები, როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან, ისინი ჩვენი ღია კარის პოლიტიკას დაადასტურებენ და კვლავ განაცხადებენ იმას, რაც აქამდე ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვითქვამს საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით.
NATO-საქართველო
სტოლტენბერგი: ვმუშაობთ, როგორ შეგვიძლია საქართველოსთვის უფრო მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა
tbl.ge/61mj
დაკოპირდა

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
ამავე თემაზე
- სტოლტენბერგი: დროა, საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბოსნიასთან თანამშრომლობა გავაძლიეროთ
- სტოლტენბერგი: უკრაინაში ომის ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოსნაირ პარტნიორებთან მუშაობა
- ვინიკოვი: ძალიან გვინდა, საქართველომ რეფორმების ტემპი აღადგინოს
- ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველი NATO-ს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ დისკუსიებს
- სტოლტენბერგი: მადრიდის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერის ახალ პაკეტს მივიღებთ