რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი კიევში ჩავიდნენ

მარიო დრაგი, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი
DPA

უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი ჩავიდნენ

ევროპელი ლიდერები კიევში პოლონეთიდან, ღამის მატარებლით გაემგზავრნენ. ისინი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვას გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ხვალ ევროკომისია უკრაინის,  საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

"უმნიშვნელოვანესი მომენტია. ეს არის ერთიანობის მესიჯი, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვუგზავნით", - განუცხადა მაკრონმა Reuters-ს კიევში ჩასვლისთანავე.

მისივე თქმით, კიევში ევროკავშირის სამიტამდე კიევში ჩასვლა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

კომენტარები