პირბადეების ტარება

პირბადის ტარება სავალდებულო აღარც ტრანსპორტში იქნება

20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება "ქვეყანაში სტაბილური
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით" საქართველოს მთავრობამ მიიღო.

პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.

"კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო
დაწესებულებებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები