რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: უკრაინამ მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს, რათა რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს

იენს სტოლტენბერგი 
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეირაღება უნდა მიიღოს, რათა რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიოს და სწორედ ეს საკითხი განიხილება რამშტაინის ფორმატზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე.

"ეს არის ფორმატი, რომელიც რამდენიმე თვის წინ რამშტაინის ბაზაზე დაარსდა. ეს ჯგუფი რეგულარულად იკრიბება NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი უკრაინისთვის. ისინი სრულად არიან ამაზე [შეიარაღებაზე] დამოკიდებულები, რომ შეძლონ რუსეთის სასტიკის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა". - თქვა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსის მოკავშირეები უკრაინას მხარს მრავალი წლის განმავლობაში უჭერენ, 2014 წელს მათ გაწვრთნეს და აღჭურვეს ათობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომელიც ახლა ფრონტზე არიან და პუტინის სასტიკ შეჭრას ებრძვიან.

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი გაგრძელებისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია იმის პროგნოზირება, თუ როდის დასრულება ეს ომი, მაგრამ მზაფ უნდა ვიყოთ დიდი ხნის განმავლობაში დახმარების გასაწევად და ამას ბრიუსელში განვიხილავთ". - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები