რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 14 ივნისის ანგარიში

რუსი სამხედრო უკრაინაში

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, 14 ივნისს ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა სამეთაურო-საშტაბო წვრთნები დაიწყეს, თუმცა ნაკელებად სავარაუდოა, რომ უკრაინის ომს რუსეთის სახელით შეუერთდეს. ბელარუსის შეიარაღებული ძალების უფროსმა, გენერალ-მაიორმა ანდრეი ბურდიკომ განაცხადა, რომ წვრთნებში მონაწილეობას სამხედრო ხელისუფლება, დაუზუსტებელი სამხედრო ნაწილები და ლოგისტიკური ორგანიზაციები მიიღებენ.

რუსეთის ხელისუფლება, დიდი ალბათობითუკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გეგმებს აჩქარებსრუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, საშა კოტსმა რუკის სურათი გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის სქემას ომის შემდეგ. შემოთავაზებული სქემა უკრაინის ოლქებს რუსეთის ტერიტორიულ ოლქებად ყოფს.

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის მქონე შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

  • რუსეთის სამხედრო ძალები აზოტის ქარხანაზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.
  • ოკუპანტებმა პოპასნასა და ბახმუტთან ახლოს უკრაინის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზების (GLOC) გაწყვეტის მცდელობისას წარუმატებელი სახმელეთო თავდასხმები განახორციელეს.
  • რუსულმა ძალებმა წამოიწყეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სლოვიანსკის ჩრდილოეთით და, სავარაუდოდ, ქმნიან პირობებს სივერსკზე და ჩრდილო-დასავლეთ უკრაინის GLOC-ზე ლისიჩანსკზე თავდასხმისთვის.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკში სახმელეთო თავდასხმების წარმოება განაგრძეს და ააფეთქეს ხიდები, რომლებიც სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს აკავშირებს.
  • ოკუპანტებმა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცირე წინსვლას მიაღწიეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენუკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები