თურქეთი

TURKISH AIRLINES-ს სახელი ეცვლება – TÜRKIYE HAVA YOLLARI

DW

თურქეთის ნაციონალური ავიაკომპანიის Turkish Airlines-ს სახელი შეეცვლება. ინგლისურენოვანი სახელწოდების ნაცვლად, ავიაკომპანიას თურქული სახელი, Türkiye Hava Yolları დაერქმევა. 

ცვლილების ინიციატორი თურქეთის პრეზიდენტი, რაჯეფ თაიფ ერდოღანია:

"საერთაშორისო სახელი Turkey აღარ არსებობს, ქვეყნის სახელია Türkiye. დღეიდან ჩვენი თვითმფრინავების ბორტებზე დავწერთ Türkiye Hava Yolları-ს, Turkish Airlines-ის ნაცვლად".

რებრენდინგი საერთაშორისო ასპარეზზე თურქეთის სახელის შეცვლას უკავშირდება. Turkey-ს ნაცვლად საერთაშორისო დოკუმენტებში ქვეყნის სახელი Türkiye გახდა. მოთხოვნა სახელის ცვლილების შესახებ ივნისის დასაწყისში გაერომ დააკმაყოფილა.

სიტყვათშეთანხმება Hava Yolları თურქულად ავიახაზებს ნიშნავს.

კომენტარები